ჰოლივუდის ლეგენდარულმა სტუდიამ "მეტრო გოლდვინ მაიერმა" ვალებისა და გაყიდვების შემცირების გამო თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.
მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრების მწარმოებელმა სტუდიამ საკუთარ კრედიტორებს 4 მლრდ. დოლარის ვალი დაადო. სტუდია გასაყიდად გამოიტანეს, თუმცა მყიდველი არ გამოჩენილა.
ბოლო წლებში სტუდიას რამდენიმე ფილმი ჩაუვარდა, შემცირდა DVD-ს გაყიდვებიც. კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა იმოქმედა.
"MGM"-მა აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, გაკოტრებისგან დაცვა ითხოვა. ეს კანონი კომპანიას რესტუქტურიზაციის და აქციების გაყიდვის შემდეგ, მოღვაწეობის გაგრძელების უფლებას აძლევს. მოსალოდნელია, რომ "დაგეგმილი" გაკოტრება მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდება.
"MGM"-ის ძირითადი კრედიტორები, კომპანიის ვალს 4 მლრდ. დოლარის საფასურად მისი აქტივების წილზე გადაცვლიან, გაკოტრების პროცედურის შემდეგ "MGM"-ი კინოკომპანია "Spyglass Entertainments"-ის მმართველობაში გადავა.
"MGM"-ი ირწმუნება, რომ გაკოტრების პროცედურების შემდეგ კომპანია შეძლებს ნახევარი მილიარდის მოძიებას, რათა ფილმებისა და სერიალების წარმოება გააგრძელოს.
"MGM"-ი 1924 წელს დაარსდა. მის წარმოებულ ბევრ ფილმს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო - "ოსკარი" აქვს მიღებული.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.