საიტ WikiLeaks-ის შემქმნელი ჯულიან ასანჯი ამბობს, რომ იგი შვეიცარიისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას აპირებს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
თუკი შვეიცარიის ხელისუფლება, მის თხოვნას დააკმაყოფილებს, ავსტრალიელი ასანჯი ამ ქვეყანაში თავის საიტსაც გადაიტანს. ამჟამად საიტის სერვერის ნაწილი შვედეთშია.
პარასკევს, საიტის დამფუძნებელი გაეროს წარმომადგენლებს შეხვდება. შვედეთმა, რომელიც ინტერნეტ-საიტებთან მიმართებაში თავისი ლიბერალური კანონმდებლობით იყო ცნობილი, ასანჯის ქვეყანაში ცხოვრებასა და საქმიანობის უფლებაზე უარი უთხრა.
საიტმა სახელი საიდუმლო მასალების გამოქვეყნებით გაითქვა. ვებ-გვერდმა ოქტომბრის ბოლოს ერაყის ომზე საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა. მათში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ საბრძოლო მოქმედებების პროვოცირების შედეგად, ქვეყანაში დაახლოებით 109 ათასი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ნახევარზე მეტი ერაყის მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.