ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს

ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს

როგორც ამერიკული გამოცემა "National Enquirer"-ი იუწყება, ანჯელინამ პიტს ეჭვიანობის მორიგი სცენა მოუწყო.

მიზეზი კი ტრივიალურია - ჯენიფერ ენისტონი. როგორც ცნობილია, ანჯელინა პიტის და ენისტონის ურთიერთობაზე მეტისმეტად ეჭვიანობს.

ჯოლი მათ შეხვედრებზე მძაფრად რეაგირებს. როცა ბრედი და ენისტონი, რამდენიმე წლის წინ ერთად ვახშმობდნენ, ეჭვიანობით გაგიჟებულმა ანჯელინამ, სახლში დაბრუნებულ პიტს რამდენიმე თეფში ესროლა. ამას შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები წერდნენ.

ამჯერად, ანჯელინას ეჭვიანობის ახალმა ტალღამ იმიტომ იფეთქა, რომ ბრედი კორტნი კოქსს შეეხმიანა. საქმე ის არის,  რომ კორტნი კოქსი ჯენიფერ ენისტონის კარგი მეგობარია და როგორც ამერიკული ტაბლოიდები წერენ, ანჯელინა ფიქრობს, რომ ბრედი კოქსის საშუალებით ენისტონთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. ანჯელინა პათოლოგიურად ეჭვიანია.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება