ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე სამხედრო ზეწოლის ესკალაციის განხორციელების შესახებ განკარგულება გასცა.
ინტერნეტგამოცემა "ნიუსლენდის" ცნობით, ამის შესახებ ვაშინგტონში, ებრაული პორტალი "დაბკაფაილი" პრეზიდენტის კანცელარიაში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს ინფორმაციით, თავისი აზიური ტურნეს დაწყებამდე, ობამამ გასცა განკარგულება, ამერიკისა და ნატოს ფართომასშტაბიანი ძალების გაშლის შესახებ.
ობამას განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, "ის მზადაა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის და თეირანმა ეს უნდა დაინახოს და შეიგრძნოს", თეთრ სახლსა და პენტაგონში საგანგებო კონსულტაციები გაიმართა.
"დაბკაფაილის" ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ობამა თეთრი სახლის პირველი ლიდერია, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ რეალურადაა მზად, ამერიკის სამხედრო მანქანა აამუშაოს.
ობამას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა "რესპუბლიკელებიდან" ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სენატორმა. მან აღნიშნა, რომ ამერიკა უნდა დაესხას ირანს და მისი შეიარაღებული ძალები გაანადგუროს.