რობერტ გეითსი ირანის მიმართ სამხედრო მუქარას არ ეთანხმება

რობერტ გეითსი ირანის მიმართ სამხედრო მუქარას არ ეთანხმება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ირანის მიმართ სამხედრო მუქარას არ ეთანხმება. ამის შესახებ გეითსმა მელბურნში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"არ ვარ თანახმა, რომ სამხედრო მუქარით შეიძლება ირანმა შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა", - განაცხადა გეითსმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ირანთან მიმართებაში ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიდგომებს და არა - სამხედრო გზას, თუმცა, გეითსმა განაცხადა, რომ ჯერ ყველა ვარიანტი განიხილება.

დღეს სააგენტო "ბლუმბერგმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს ჯო ბაიდენს ირანზე ზეწოლის გაძლიერებას სთხოვს. ინტერნეტგამოცემა "ნიუსლენდი" კი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე სამხედრო ზეწოლის განხორციელების შესახებ განკარგულება გასცა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე