იანუკოვიჩის პოლიტიკურმა თანამებრძოლმა რუსული სიმღერები აკრძალა

იანუკოვიჩის პოლიტიკურმა თანამებრძოლმა რუსული სიმღერები აკრძალა

რეგიონების პარტიის დეპუტატმა პეტრ პისარჩუკმა, რომელიც მსხვილი სავაჭრო ცენტრ "Пивденный"-ის თანამფლობელია, ადგილობრივ ვაჭრებს რუსულენოვანი სიმღერების მოსმენა აუკრძალა. ამის შესახებ სააგენტო Ukranews-ი იუწყება.

ფაქტის შესახებ თავად პარლამენტარმა შეატყობინა ჟურნალისტებს. მისი თქმით, მან ბაზარში "ვულგარული რუსული სიმღერები მოისმინა". პისარჩუკმა განაცხადა, რომ ვაჭრები, ალბათ, "იულია ტიმოშენკოს ბლოკის მხარდამჭერები იყვნენ".

დეპუტატი მოვაჭრეებს პირადად შეხვდა და განუცხადა, რომ მათ ვაჭრობის უფლებას არ მისცემს, თუკი "ისინი რუსულენოვანი სიმღერების მოსმენას არ შეწყვეტენ".

რეგიონების პარტიამ და მისმა ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების პირობა დადეს. თუმცა, ამ საკითხის გადაჭრა ჭიანურდება. 

მომზადებულია Ukranews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა