პრინც უილიამმა საცოლეს პრინცესა დიანას ბეჭედი აჩუქა

პრინც უილიამმა საცოლეს პრინცესა დიანას ბეჭედი აჩუქა

პრინც ჩარლზის უფროსმა ვაჟმა  უილიამმა საცოლეს, კეტრინ მიდლტონს პრინცესა დიანას საქორწილო ბეჭედი აჩუქა.

"ეს საგვარეულო ბეჭედი მამამ დედას ნიშნობაზე აჩუქა. ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, იგი ჩემი საცოლესთვის მეჩუქებინა. როგორღაც დედა ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებს. ბეჭედს 3 კვირა ჩანთით დავატარებდი და მისი დაკარგვის მეშინოდა. მეშინოდა, რომ ყველაფერი ისე არ მოხდებოდა როგორც ვფიქრობდი. არსებობს ბევრი ჩაშლილი ნიშნობა. მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა და კეტრინმა თანხმობა განმიცხადა. მაგრამ თუ ის ბეჭედს დაკარგავს, დიდი პრობლემები შეექმნება", - განაცხადა პრინცმა.

რაც შეეხება საქორწილო ბეჭედს, მას კეტრინი ქორწლის შემდეგ მიიღებს. თუკი კეტრინი სამეფო ოჯახის ტრადიციებს გაითვალისწინებს, მაშინ მისთვის უელსური ოქროსგან ბეჭედს დაამზადებენ. 

მომავალი პრინცესა 28 წლისაა, ის პრინცის ტოლია. კეტრინ მიდლტონის მშობლებმა ცხოვრების გზა, როგორც ავიადისპეტჩერმა და ბორტ-გამცილებელმა, ისე დაიწყეს. მოგვიანებით საკუთარი საქმე წამოიწყეს და მილიონერები გახდნენ. ახლა კი მათი ქალიშვილის ხელზე ლედი დის ბეჭედი ბრწყინავს.

ქორწილი ლონდონში 2011 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში გაიმართება. დაგეგმილ ქორწილზე ბრიტანეთში უკვე ბევრს ლაპარაკობენ. საქორწილო კაბის თაობაზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს. სავარაუდო დიზაინერებს შორის სახელდებიან ვივიენ ვესტვუდი (Vivienne Westwood) და სტელა მაკკარტნი (Stella McCartney). კამათობენ ქორწილის გამართვის ადგილზეც. სავარაუდოდ, ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, სადაც თავის დროზე პრინცი ჩარლზი და პრინცესა დიანა დაქორწინდნენ.

ახალგაზრდებმა ნიშნობის ცერემონიის დეტალები პრესას არ გაუმჟღავნეს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნიშნობა ოქტომბერში კენიაში გაიმართა. ქორწილის შემდეგ წყვილი უელსის ჩრდილოეთში დასახლდება, სადაც პრინცი უილიამი სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ შეტყობინება ბუკინჰემის სასახლიდან მაშინ მიიღო, როდესაც მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობდა. ამ ამბავს მინისტრები სიხარულით გამოეხმაურნენ. "მათ მაგიდაზე მუშტების ბრახუნიც კი ატეხეს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდებული დღეა", - განაცხადა კემერონმა.

ამ ნიშნობას დიდი ბრიტანეთი დიდხანს ელოდა. უილიამმა და კეტრინმა ერთმანეთი ჯერ კიდევ 2001 წელს, სტუდენტობისას გაიცნეს. ისინი ერთმანეთს 2003 წლიდან ხვდებიან. ხოლო, მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2005 წელს გახდა, როცა ისინი შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე ერთად "აღმოაჩინეს".

რადგან პრინცი უილიამი უფროსი ვაჟია, მამისგან სამეფო ტახტს მიიღებს.

Video

პრინც უილიამმა საცოლეს პრინცესა დიანას ბეჭედი აჩუქა

მომზადებულია The Sun -ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა