ნატო ირანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ ახმადინეჯადმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტისას.
"ნატო ირანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მას არ შეუძლია მსოფლის მომავალ ცვლილებებზე გავლენა იქონიოს", - აღნიშნა ახმადინეჯადმა, რითაც პასუხი გასცა შეკითხვას თურქეთის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შესაძლო განთავსების თაობაზე.
ირანის პრეზიდენტის თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნატო-ს მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები გამართლებული არ იყო.
"ის დრო, როდესაც პოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად სამხედრო პოტენციალი გამოიყენებოდა, წარსულს ჩაბარდა", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.