ისრაელმა საიდუმლო იარაღი წარმოადგინა

ისრაელმა საიდუმლო იარაღი წარმოადგინა

ისრაელის თავდაცვის არმიამ ”ცახალმა” საზოგადოებას იარაღი წარუდგინა, რომლის არსებობაც მრავალი წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო.

კონცერნ РАФАЭЛ-ის წარმოების ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა Spike NLOS Spike-ის ტიპის რაკეტების ბოლო თაობაა. Spike-ის ტიპის რაკეტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შეიარაღების ნაწილია, მათ შორის ჩილეს, კოლუმბიის, ხორვატიის, ეკვადორის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, პერუს, პოლონეთის, რუმინეთის, სინგაპურის, სლოვენიის, ესპანეთისა და თურქეთის.

Spike NLOS-ი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, მისი წინამორბედი რაკეტებისგან განსხვავებით, დიდი ხნის მანძილზე ЦАХАЛ-ის არსენალშიც არ იყო შეტანილი. ЦАХАЛ-ის პრეს-სამსახურმა ამ იარაღის არსებობა პირველად ერთი კვირის წინ გაახმაურა და განაცხადა, რომ РАФАЭЛ-ი Spike NLOS-ს ASH 2010-ის ფორუმზე წარადგენს. 

ამ რაკეტის არსებობა აშშ-სთვისაც კი საიდუმლო იყო. ამერიკელებმა მის შესახებ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოს წყალობით შეიტყვეს.

საბრძოლო პირობებში Spike NLOS პირველად 2006 წელს ლიბანის მეორე ომში "ჰესბოლას" ბოევიკების განადგურების დროს გამოსცადეს. "ტამუზის" სახელით ცნობილ საიდუმლო იარაღზე ”გრიფით -  საიდუმლოს” მოხსნის გადაწყვეტილება უფრო თანამედროვე სისტემების შექმნის გამო მიიღეს.

მომზადებულია newsru.co.il-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე