რუმინეთის პრეზიდენტი ტროიან ბასესკუ დნესტრისპირეთში რუსეთის სამშვიდებო ძალების ევროკავშირის ცისფერჩაფხუტიანებით ჩანაცვლებას მოითხოვს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ”იტარ-ტასი” ავრცელებს.
”ეს დნესტრისპირეთში ახალი ომს თავიდან აგვაცილებს”, - განაცხადა ბასესკუმ რუმინული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამასთან მან აღნიშნა, რომ რუმინეთი დნესტრისპირეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს.
მისივე თქმით, დნესტრისპირეთში ევროპული ძალებით რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლების შესახებ შეთანხმებას მოსკოვი და ბრიუსელი იმ შემთხვევაში გააფორმებენ, თუ რუსული მხარე მასზე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს.
ბასესკუმ ასევე ოპტიმიზმი გამოხატა მოლდოვას ევროკავშირში გაერთიანების შესახებ.