ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეას ცეცხლი გაუხსნა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეას ცეცხლი გაუხსნა

23 ნოემბერს სამხრეთ კორეის კუნძულზე კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საარტილერიო თავდასხმის შედეგად 50 ნაგებობა განადგურდა, იტყობინება სააგენტო "როიტერი".

სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნა. CNN-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის მხარეს დაჭრილია 16 ადამიანი, მათ შორის 2 მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე, ოთხი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა. ერთი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.

ჩრდილოეთ კორეაში საპასუხო ცეცხლის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეამ, დაახლოებით, 200 ჭურვი გაისროლა, სამხრეთ კორეამ კი - 80. სამხრეთ კორეაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ენპხენდოს არქიპელაგიდან, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. არქიპელაგზე გამორთულია ელექტროენერგია. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მენ ბაკმა შესაბამისი ზომების მიღების ბრძანება გასცა, რათა კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს.

მომზადებულია reuters.com-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე