დენიელ დეი-ლუისი აბრაამ ლინკოლნს განასახიერებს

დენიელ დეი-ლუისი აბრაამ ლინკოლნს განასახიერებს

კომპანია DreamWorks-მა განაცხადა, რომ აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის როლს ბიოგრაფიულ ფილმში "ლინკოლნი", მსახიობი დენიელ დეი-ლუისი (Daniel Day-Lewis) განასახიერებს. ამის შესახებ  collider.com-ი წერს.

სურათის რეჟისორი სტივენ სპილბერგია.

მსახიობი დენიელ დეი-ლუისი ორი ოსკარის მფლობელია. ამერიკულმა კინოაკადემიამ იგი ფილმებისთვის "There Will Be Blood" და "My Left Foot" დააჯილდოვა.

ფილმი "ლინკოლნი" 2005 წელს გამოცემულ დორის კერნს გუდვინის (Doris Kearns Goodwin) წიგნზე "მეტოქეების გუნდი: აბრაამ ლინკოლნის პოლიტიკური გენია" იქნება დაფუძნებული. (Team of Rivals: The Political Genius of Abraham Lincoln).

ფილმისთვის სცენარს ამერიკელი დრამატურგი ტონი კუშნერი დაწერს.

ფილმის გადაღებები 2011 წლის შემოდგომიდან დაიწყება. სურათი კინოგაქირავებაში 2012 წელს უნდა გამოვიდეს.

მომზადებულია collider.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება