ლეონარდო დიკაპრიოს ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ ფილმში იღებენ

ლეონარდო დიკაპრიოს ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ ფილმში იღებენ

ლეონარდო დიკაპრიო Warner Bros.-ის ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. ფილმი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის გამოძიებაზე მოგვითხრობს. ამის შესახებ საიტი deadline.com წერს.

სურათი ლამარ უოლდრონის (Lamar Waldron) და ტომ ჰარტმანის (Thom Hartmann) წიგნზე - "Legacy of Secrecy" , იქნება დაფუძნებული.

ფილმის მთავარი გმირი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი ჯეკ ვან ლანინჰემია. მოსალოდნელია, რომ ფილმს "დიკაპრიოსთან მუშაობის გამოცდილების მქონე ცნობილი რეჟისორი" გადაიღებს, თუმცა მისი სახელი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ფილმის დიდ ეკრანებზე 2013 წელს გამოვა და  კენედის სიკვდილის 50 წლისთავს მიეძღვნება. აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლეს.

უნდა აღინიშნოს, რომ Warner Bros.-ს ფილმი კენედის მკვლელობაზე, უკვე გადაღებული აქვს. 1991 წელს ოლივერ სტოუნის სურათი "ჯონ კენედი: გასროლა დალასში"( "JFK") გამოვიდა.

მომზადებულია deadline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება