მედვედევი: რუსეთის პოლიტიკური სისტემა დეგრადირებულია

მედვედევი: რუსეთის პოლიტიკური სისტემა დეგრადირებულია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავის ბლოგზე რუსეთის პოლიტიკური სისტემა გააკრიტიკა.

მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსულ პოლიტიკურ სისტემაში დამყაყების ნიშნები შეიმჩნევა. პოლიტიკური სისტემის მოულოდნელი კრიტიკა მედვედევმა საკუთარ ბლოგზე წუხელ გამოაქვეყნა. უკვე დღეს კი პრეზიდენტი იმ პარტიების საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც დეგრადაციაში დაადანაშაულა.

"ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების გარკვეულ პერიოდში პოლიტიკაში გამყინვარების სიმპტომები გაჩნდა. წარმოიქმნა სტაბილურობის სტაგნაციაში გარდაქმნის საფრთხე. ამგვარი გამყინვარება შემხუთველია, როგორც მმართველი პარტიისთვის, ასევე ოპოზიციური ძალებისთვის. თუკი ოპოზიციას მცირე შანსიც კი არ აქვს, რომ სამართლიან ბრძოლაში არჩევნები მოიგოს - ის დეგრადირდება და მარგინალური ხდება. ხოლო, თუკი მმართველ პარტიას არ აქვს შანსი, არსად არასდროს წააგოს, ის უბრალოდ დამყაყდება და მთლიანობაში ისევე დეგრადირდება, როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც უმოძრაოა", -აღნიშნა მედვედევმა.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა სახალხო წარმომადგენლობის ხარისხის ამაღლება. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ პოლიტიკურ უმრაველესობას მხოლოდ სტატისტები და შემსრულებლები არ შეადგენდნენ. პოლიტიკური სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ყველას აზრს უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ, მათ შორის ყველაზე მცირე სოციალურ ჯგუფებისას", - აღნიშნა მედვედევმა.

Video

მედვედევი: რუსეთის პოლიტიკური სისტემა დეგრადირდება

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა