უკრაინელი სამხედროები წვრთნებს საქართველოში გაივლიან

უკრაინელი სამხედროები წვრთნებს საქართველოში გაივლიან

ქართველი სპეციალისტები უკრაინის არმიისათვის სამთო-ქვეითთა დანაყოფს მოამზადებენ, - იუწყება ”უკრაინფორმი” უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილ ეჟელის განცხადებაზე დაყრდნობით.

”საქართველოში სამთო მსროლელი სპეციალისტების მოსამზადებელი საუკეთესო ცენტრი არსებობს, რომელიც  სამხედროებს მთიან რაიონში ბრძოლის საწარმოებლად წვრთნის”, - განაცხადა მინისტრმა.

უკრაინელი სამხედროების მომზადების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში ეჟელის საქართველოში ვიზიტის დროს დაიდო.

პროგრამის განხორციელება 2011 წელს დაიწყება.

ეჟელი აღნიშნავს, რომ სამხედრო მომზადება შესაძლოა, ქართულმა მხარემაც გაიაროს უკრაინაში, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული შეთანხმება ჯერ არ ყოფილა მიღებული.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა