მედვედევს ურჩევენ პუტინი და სურკოვი დაითხოვოს

მედვედევს ურჩევენ პუტინი და სურკოვი დაითხოვოს

ოპოზიციის ლიდერმა ბორის ნემცოვმა მედვედევის ვიდეოგზავნილის საპასუხოდ, ვიდეო-მიმართვა ჩაწერა. ვიდეო-მიმართვაში ნემცოვი რუსეთის პრეზიდენტს პრემიერ პუტინისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სურკოვის დათხოვნას ურჩევს.

რუსეთის პრეზიდენტი თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნავდა, რომ რუსეთის პოლიტიკური სისტემა გაყინულია და ცვლილებებია საჭირო. ოპოზიციონერი ნემცოვი მიიჩნევს, რომ ეს "რბილად ნათქვამი სიმართლეა".

"სინამდვილეში, ჩვენი ქვეყანა ერთპარტიული კორუმპირებული პოლიციური სახელმწიფოა, პარტია "ედინაია როსია" კი ქურდებისა და კორუმპირებულების პარტიაა. რუსეთი უკეთესს იმსახურებს", - აღნიშნა ნემცოვმა.

ნემცოვის თქმით, კორუფციულ-პოლიციურ სიმახინჯეს (რუსეთის სახელწიფოს) თავისი ავტორი ჰყავს და ის ვლადიმერ პუტინია. "პუტინს თავისი აღმასრულებელიც  ჰყავს, პირველ რიგში, მე რუსეთის შიდაპოლიტიკაზე პასუხისმგებელი სურკოვი მყავს მხედველობაში. სწორედ იგი აყალიბებდა ქვეყანაში ერთპარტიულ სისტემას. სწორედ მისი ორგანიზებით ხდება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. მან დაამყარა ცენზურა ტელეარხებზე, სწორედ მან გასცა ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის აკრძალვის ბრძანება", - ამბობს ნემცოვი.

თუკი პრეზიდენტ მედვედევს მართლაც სურს პოლიტიკური სისტემის შეცვლა, პოლიციური სახელმწიფოს დემონტაჟისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯი პუტინის გადაყენებაა, - განაცხადა ნემცოვმა.

"თუმცა, ამჟამად მედვედევმა ნაკლებსავარაუდოა, პუტინი მოიშოროს. ამიტომ, დაე მცირედით დაიწყოს და სურკოვი დაითხოვოს. ამ შემთხვევაში ხალხი დაიჯერებს, რომ ეს არა ბლოგერის, არამედ პრეზიდენტის განცხადება იყო", - განაცხადა ნემცოვმა.

მომზადებულია apsny.ge-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა