კამბოჯაში ტაძარს ანჯელინა ჯოლის სახელი დაარქვეს

კამბოჯაში ტაძარს ანჯელინა ჯოლის სახელი დაარქვეს

კამბოჯაში ტაძარს ანჯელინა ჯოლის სახელი დაარქვეს. ლაპარაკია კამბოჯის ცნობილ კომპლექს ანგკორ-ვატზე (Angkor Wat), რომელიც ღმერთ ვიშნუს სახელზეა აგებული.

როგორც ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან საუბრისას მსოფლიო ინდუიზმის საზოგადოების თავმჯდომარემ, რაჯან ზედმა (Rajan Zed) განაცხადა, მე-12 საუკუნის ნაგებობას ხალხი ანჯელინა ჯოლის ტაძარს ეძახის.

სწორედ ამ ტაძარში მიმდინარეობდა ფილმ "Lara Croft: Tomb Raider"-ის გადაღებები. გადაღებების შემდეგ ანჯელინამ ღატაკთა თავშესაფრიდან ბიჭი იშვილა. ეს მისი უფროსი შვილი მედოკსია და იგი 9 წლისაა.

"მოვუწოდებ ანჯელინა ჯოლის, რომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად იბრძოლოს. ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ტაძრის კომპლექსი შევინარჩუნოთ და იგი ვანდალებისგან და მძარცველებისგან დავიცვათ”, - განაცხადა რაჯან ზედმა.

ტაძრის კომპლექსი ანგკორ-ვატი მე-6- მე-12 საუკუნეებში აშენდა. კომპლექსი კამბოჯის პროვინცია სიემ რიპში (Siem Reap) მდებარეობს.

ანჯელინა ჯოლი  საქველმოქმედო საქმიანობას დიდ ყურადღებას უთმობს. 2001 წლიდან იგი გაეროს კეთილი ნების ელჩია.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება