ავტორი:

"ბეიბიბუმი" ცნობილებში - ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც 2022 წელს მშობლები გახდნენ

"ბეიბიბუმი" ცნობილებში - ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც 2022 წელს მშობლები გახდნენ

მართალია, 2022 წელი საქართველოში არც ისე კარგი ამბებით იყო დატვირთული, მაგრამ სასიამოვნო სიახლეებიც ბევრია. წელს უამრავი ცნობილი სახე გახდა მშობელი...

სუხიშვილები

"ბეიბი ბუმს“ ანსამბლ "სუხიშვილების“ სოლისტებით დავიწყებთ, რომელთა ფოტოებმაც სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა. დეკრეტიდან გამოსული სოლისტთა ჯგუფი 26 დეკემბრიდან ანსამბლს უკვე შეუერთდა, მანამდე კი შვილებთან ერთად იპოზიორეს.

შეფ ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი, იგივე "შეფ ლევანი“ მამა კიდევ ერთხელ გახდა. ცნობილ შეფსა და მის რჩეულს ნინა ილურიძეს გოგონა შეეძინათ. წყვილის საერთო შვილი ჩაჩავაში დაიბადა და გოგონას ელენე დაარქვეს. ბედნიერმა მამამ იმ საღამოს პატარას დაბადება რესტორანში მეგობრებთან ერთად აღნიშნა. ლევანს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეორედ გახდა მამა. ალექსანდრე თებერვალში დაიბადა. შალვა პაპუაშვილმა და გვანცა სუთიძემ ერთმანეთი წლების წინ, თბილისობაზე, საერთო სამეგობრო წრეში გაიცნეს, 2012 წელს კი იქორწინეს. წყვილს პირველი შვილი ელენე პაპუაშვილი 2013 წელს შეეძინა.

ნანუკა გულუა

მსახიობ ნანუკა გულუას, აგვისტოში გოგონა შეეძინა. ნანუკა გულუამ და კახა კაშიამ შვილს ნინა დაარქვეს.

მარიკა თხელიძე

მარიკა თხელიძე რამდენიმე დღის წინ მეორე შვილის დედა გახდა. სასიხარულო ამბავი მომღერალმა თავად გაავრცელა. როგორც მარიკა სოციალურ ქსელში წერს, მას და გიორგი მანველიძეს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ვივიენი დაარქვეს. ცნობისთვის, მარიკამ და გიორგიმ 2021 წლის მარტში იქორწინეს. გიორგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია.

ანა შელია

ქართველ მოდელ ანა შელიასა და მორაგბე ლაშა ლომიძეს მეორე შვილი შეეძინათ. ვატო ლომიძე 8 ოქტომბერს საფრანგეთში დაიბადა.

თოშა ქებურია

თოშა ქებურიასა და ქეთი ჟღენტს მესამე შვილი შეეძინათ. წყვილმა ქალიშვილს ლიანა დაარქვა... სამშობიაროდან შინ დაბრუნებულ სამი შვილის დედას საყვარელმა მეუღლემ გრანდიოზულად მორთული სახლი დაახვედრა...

დათუნა მგელაძე

მომღერალ, დათუნდა მგელაძეს და ჟურნალისტ ნინო ფუტკარაძეს ბიჭი შეეძინათ. წყვილმა ბავშვს ვატო დაარქვა.

ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე წელს მესამე გოგონას მამა გახდა. მსოფლიო ჩემპიონის შვილი 4.200 კგ. 54 სმ. დაიბადა.

ზურა ზვიადაური

მამა გახდა წელს ზურაბ ზვიადაურიც. 17 - წლიანი ლოდინის შემდეგ, ქართველ ძიუდოისტსა და ოლიმპიურ ჩემპიონს გოგონა შეეძინა, რომელსაც მართა ჰქვია. პატარას აწგარდაცვლილი ბიძის, ზვიად ზვიადაურის შერჩეული სახელი დაარქვეს.

ლევან ქარაზანაშვილი

ქართველი კარდიოქირურგი ლევან ქარაზანაშვილი ცოტა ხნის წინ გახდა მესამე ქალიშვილის მამა. პატარა მატილდა მას მეორე მეუღლესთან - ასევე ექიმ ქეთი ძიგუასთან ეყოლა. უფროსი ქალიშვილები კი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

დათო ხუჯაძე

წლის დასაწყისში, მომღერალ დათო ხუჯაძეს და მის მეუღლეს შვილი შეეძინათ. პატარა გოგონას ილა დაარქვეს. მომღერალმა დაახლოებით 1 წლის წინ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. შეგახსენებთ, რომ დათოს პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს გოგონა.

ილო ბეროშვილი

ახლახანს მეოთხე შვილის მამა გახდა ილო ბეროშვილიც. მსახიობებს ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას მეორე საერო შვილი შეეძინათ. ანის და ილოს ჰყავთ უფროსი ვაჟი ჯერი ბეროშვილი. მსახიობს პირველი ქორწინებიდან ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს.

ქეთი მელუა

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დეკემბერში გახდა დედა. ქეთი მელუას მეორე ქორწინებიდან პირველი შვილი, სანდრო შეეძინა.