ჰილარი კლინტონმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა WikiLeaks-ის საქმიანობა განიხილეს

ჰილარი კლინტონმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა WikiLeaks-ის საქმიანობა განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ძეჩიმ აშშ-ის დიპლომატიის საიდუმლო მასალების შესახებ ისაუბრეს, რომელთა გამოქვეყნებასაც მალე საერთაშორისო ორგანიზაცია WikiLeaks-ი საკუთარ ინტერნეტ-საიტზე აპირებს.

ორი ქვეყნის წარმომადგენლის სატელეფონო საუბრის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრეს-სამსახურის უფროსმა ფილიპ კროულიმ შეატყობინა. მან პოლიტიკოსთა საუბრის დეტალები არ დააკონკრეტა.

26 ნოემბერს კროულიმ განაცხადა, რომ აშშ-მა საელჩოების დახმარებით მთელ მსოფლიოში საკუთარ მოკავშირეებს საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის შესახებ შეატყობინა. მან WikiLeaks-ის პოლიტიკას "უპასუხისმგებლო" უწოდა, რადგან ის "ადამიანთა სიცოცხლესა და სხვადასხვა ქვეყნის ინეტერესებს საფრთხეს უქმნის".

ორგანიზაცია WikiLeaks-ი უახლოეს დღეებში დიდი რაოდენობით აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გამოაქვეყნებას აპირებს, რომლებშიც საუბარია, როგორც ცალკეული ქვეყნის მთვარობის, ასევე კონკრეტული პოლიტიკოსების შესახებ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა