კომიკოსი ლესლი ნილსენი გარდაიცვალა

კომიკოსი ლესლი ნილსენი გარდაიცვალა

28 ნოემბერს, 84 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი კომიკოსი ლესლი ნილსენი გარდაიცვალა. მსხიობის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

ნილსენი კანადაში 1926 წელს დაიბადა. ტელეეკრანებზე კი 1950 წლიდან გამოჩნდა.

კინემატოგრაფიაში მოღვაწეობის მანძილზე მსახიობი სხვადასხვა ჟანრის ფილმებში იღებდა მონაწილეობას, მათ შორისაა  ”პოსეიდონის თავგადასავალი”, სერიალები "დღითიდღე" და "პოლიციის დანაყოფი".

ნილსენის, როგორც კომედიური მსახიობის კარიერა, 1980 წელს ფილმ ”აეროპლანის” გამოსვლის შემდეგ დაიწყო. მსოფლიო აღიარება კი სურათმა ”შიშველი პისტოლეტი” მოუტანა.

მსახიობი  ორჯერ იყო წარდგენილი ”ემის” ნომინაციაზე. პირველად 1982 წელს, მეორედ კი 1988 წელს.

1984-1986 წლებში ნილსენს კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.

მსახიობს ოთხი ქორწინებიდან 2 შვილი დარჩა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება