პაბლო პიკასოს ვაჟი კლოდ პიკასო ყოფილ ელექტრიკოსს, რომელიც მხატვართან რამდენიმე წელი მუშაობდა, სასამართლოში უჩივის. კლოდი ელექტრიკოსს მამამისის 270 ნამუშევრის მითვისებაში ადანაშაულებს, რომელთა საერთო ღირებულება 60 მლნ ევროა.
ამ ნივთების არსებობის შესახებ მხატვრის ვაჟმა სექტემბერში შეიტყო. კლოდს ამ ნამუშევრების უტყუარობის დამადასტურებელი სერტიფიკატების გამოწერის თხოვნით, ფრანგმა მოხუცმა ცოლ-ქმარმა მიმართა - ქმარი პიკასოს ყოფილი ელექტრიკოსი პიერ ლე გენეკი აღმოჩნდა.
როგორც გენეკმა განაცხადა, ნამუშევრები მას თავად მხატვარმა აჩუქა. ელექტრიკოსი პიკასოს სახლებში და აგარაკებზე მისი სიცოცხლის ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. პიკასოს მემკვიდრეს მიაჩნია, რომ მამამისი ამ რაოდენობით არასდროს "გაანიავებდა" იმას, რაზეც მთელი ცხოვრება მუშაობდა.
ხელოვნების ნიმუშები 1900-1932 წლებით თარიღდება, მათ შორისაა კუბიზმის სტილში შესრულებული ათი ნამუშევარი, ე.წ. "ცისფერი პერიოდის" აკვარელში შესრულებული ნახატები, გუაშისა და ლითოგრაფიული ნამუშევრები, ასევე მხატვრის პირველი მეუღლის - ოლგას პორტრეტები.
მომზადებულია AFP-ს მიხედვით.