პოპ-ვარსკვლავები "ტვიტერზე" საკუთარ გვერდს გააუქმებენ

პოპ-ვარსკვლავები "ტვიტერზე" საკუთარ გვერდს გააუქმებენ

ალიშა ქისი, ლედი გაგა,  ჯასტინ ტიმბერლეიკი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც ”ფეისბუქზე” და ”ტვიტერზე” არიან დარეგისტრირებულნი, საკუთარ გვერდს ერთი დღით გააუქმებენ.

ეს საქველმოქმედო აქცია - "გადაარჩინე ბავშვთა სიცოცხლე" - შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს უკავშირდება.

აქცია, რომლის ინიციატორი მომღერალი ალიშა ქისია, 1 დეკემბერსაა დაგეგმილი. ცნობილი ვარსკვლავების გათიშული "ექაუნთები" მას შემდეგ ჩაირთვება, რაც შემოწირულობა მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

საქველმოქმედო აქციისთვის პოპ-ვარსკვლავებმა ვიდეორგოლების სერიაც ჩაწერეს, რომლებიც "ონლაინ თვითმკვლელობის" დღეს გამოქვეყნდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ  ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ", - აღნიშნა ქისმა.

აქციის მონაწილეებს შორის არიან მსახიობი ელაიჯა ვუდი, ჯენიფერ ჰადსონი, ჩოგბურთელი სერენა უილიამსი და სხვა.

აქციის "ფლაგმანი" მომღერალი ლედი გაგაა. მას სოციალურ ქსელ ”ტვიტერზე” - 7 მლნ, ხოლო ”ფეისბუქზე” 24 მლნ თაყვანისმცემელი ჰყავს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება