66 წლის მაიკლ დუგლასმა მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ერთი დღე პარკში - "ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში" - გაატარა. იგი მეუღლეს, კეტრინ ზეტა ჯონსს, 7 წლის გოგონას კერისს და 10 წლის დილანს კომპანიონობას ყველა ატრაქციონზე უწევდა.
მსახიობს არაჩვეულებრივი განწყობა ჰქონდა. იგი გულიანად იცინოდა და დიდი სიამოვნებითაც ერთობოდა.
ამასთან, დუგლასი წონაში ცოტა მომატებულიც ჩანდა და შედარებით ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
"საშიში დაავადება მთლიანად აგირევს თავგზას, ამ დრომდე ამაზე ხომ ფიქრიც არ მინდოდა, მაგრამ მე შემიძლია ავადმყოფობაზე გამარჯვება. სიმსივნე უკვე ქრება", - ამბობს მსახიობი.
" შვილს ცოტა ხნის წინ ველაპარაკე, იგი თავს კარგად გრძნობს. ახლა გაცილებით მეტი ძალა აქვს და უკვე თავის შემდგომ სურათზეც ფიქრობს " - აღნიშნა რეპორტიორებთან მსახიობის მამა კერკ დუგლასმა.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით