ეკვადორი Wikileaks-ის დამფუძნებელს თავშესაფარს სთავაზობს

ეკვადორი Wikileaks-ის დამფუძნებელს თავშესაფარს სთავაზობს

ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, Wikileaks-ის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს თავშესაფარი მისცეს, - ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება.

"ჩვენ მზად ვართ, მივცეთ მას ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების უფლება, ყოველგვარი მოთხოვნებისა და წინაპირობების გარეშე", - განაცხადა ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

Wikileaks-ის დამფუძნებლის განცხადების თანახმად, იგი ფლობს 1600-ზე მეტ დოკუმენტს, რომელიც ეკვადორის დედაქალაქ კიტოში აშშ-ის საელჩოს საქმიანობას უკავშირდება. აღნიშნული დოკუმენტები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

მიმდინარე თვის დასაწყისში შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის დასაპატიმრებლად საერთაშორისო ორდერი გასცა. ის სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული.

Wikileaks-მა გუშინ მორიგი სკანდალური დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომელიც აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის მიმოწერას ეხება. დოკუმენტებში საუბარია საქართველოზეც.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა