აშშ საინფორმაციო უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

აშშ საინფორმაციო უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

"wikileaks.org"-ზე კონფიდენციალური მასალების გამოქვეყნების შემდეგ, აშშ საინფორმაციო უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. როგორც უცხოური მედია იუწყება, იმ ფედერალურმა უწყებებმა შესაბამისი დავალებები უკვე მიიღეს.

კერძოდ, იმ უწყებებმა, რომლებიც დახურულ ინფორმაციას ფლობენ, დავალება მიიღეს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალური ჯგუფები შექმნან. მათ ასევე უნდა გადახედონ საიდუმლო ინფორმაციის შენახვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცედურებს და დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები, რათა აღარ მოხდეს ისეთი მასალების გავრცელება, როგორც "wikileaks.org"-მა გამოაქვეყნა.

ფედერალურ უწყებებში შექმნილი საგანგებო ჯგუფების ამოცანა იქნება, დაიცვან დახურული ინფორმაცია და არ დაუშვან თანამშრომლები ინფორმაციასთან, რომელიც მათი უშუალო სამუშაოს ფარგლებს სცდება.

"wikileaks"-ის მიერ ინფორმაციის უპასუხისმგებლო გახმაურებამ ჩვენ ნაციონალურ უსაფრთხოებას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა", - განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის საბიუჯეტო სამმართველოს დირექტორმა ჯეიკობ ლიუმ.

სკანდალური ვებ-გვერდი "wikileaks"-ი გუშინ ისევ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ვებ-გვერდზე ამერიკელი დიპლომატების სამსახურებრივი მიმოწერა გამოქვეყნდა. დოკუმენტებში ევროპელი ლიდერები არასასიამოვნო ეპითეტებით არიან მოხსენიებული.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა