ჯულია რობერტსს უსიტყვო როლში მლნ ევრო გადაუხადეს

ჯულია რობერტსს უსიტყვო როლში მლნ ევრო გადაუხადეს

ჯულია რობერტსი ნოემბრის შუა რიცხვებში იტალიური ყავა Lavazza-ს სარეკლამო რგოლში გადაიღეს. 45 წამიან კლიპში გადაღებისთვის, სადაც ის ერთ სიტყვასაც არ ამბობს, მსახიობმა 1,2 მლნ ევრო მიიღო.

რეკლამაში მსახიობი მხატვრის წინაშე პოზირებს და ზღვის ნიჟარაზე დგას. რგოლის სიუჟეტი ბოტიჩელის ტილოს - "ვენერას დაბადებას" ასახავს.

რეკლამაში ცნობილი იტალიელი წამყვანი და კომიკოსი მსახიობები პაოლო ბონოლისი (Paolo Bonolis) და ლუკა ლაურენტიც (Luca Laurenti) მონაწილეობენ. ისინი ბრენდ Lavazza-ს 2000 წლიდან უკეთებენ რეკლამას.

Lavazza-ს საშობაო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გადაღებული რგოლი 28 ნოემბრიდან ინტერნეტ-საიტ YouTube-ზე განთავსდა. რეკლამის გადაღებები რომში მიმდინარეობდა.

ჯულია რობერტსი 2009 წლიდან Lancome-ს კოსმეტიკური ნაწარმის სარეკლამო სახეც არის. სექტემბერში კომპანიამ მსახიობს კონტრაქტი 5 წლით გაუგრძელა. Lancome-მ ხუთწლიან კონტრაქტში მას 50 მლნ დოლარი გადაუხადა.

Video

ჯულია რობერტსს უსიტყვო როლისთვის 1 მლნ ევრო გადაუხადეს

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება