იოკო ონომ ჯონ ლენონის სიმღერაში "Give Peace A Chance" ახალი სტროფის დამატების უფლება საქველმოქმედო პროექტ Orquesta Buena Vista Social Club-ს მისცა. ამის შესახებ საიტი Undercover-ი წერს.
Orquesta Buena Vista Social Club-ის მუსიკოსები პირველად ახალი კომპოზიციის ვერსიას ცოცხლად 7 დეკემბერს, სიდნეიში შეასრულებენ. სიმღერის ასლების გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ავსტრალიის საბავშვო მუსიკალურ ფონდს” გადაეცემა.
სიმღერა "Give Peace A Chance" ლენონმა 1969 წელს დაწერა. იმავე წელს პროექტმა Plastic Ono Band სიმღერა სინგლის სახით გამოუშვა. სინგლმა ბრიტანულ ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა.
სხვადასხვა დროს სიმღერის ქავერ-ვერსიები ჩაწერეს და კონცერტებზე მღეროდნენ U2, Aerosmith, ჯონი მიტჩელი (Joni Mitchell) და ელტონ ჯონი (Elton John).
Video
Give Peace A Chance-ს ახალ სტროფს დაუმატებენ
მომზადებულია Undercover-ის მიხედვით.