"ჰარი პოტერის" ვარსკვლავები ყველაზე მდიდარი თინეიჯერები არიან

"ჰარი პოტერის" ვარსკვლავები ყველაზე მდიდარი თინეიჯერები არიან

აშშ-ში 30-წლამდე ასაკის უმდიდრესი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნეს. "ჰარი პოტერის" ვარსკვლავი დენიელ რედკიფი ჰოლივუდის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა მსახიობია. პატარა ჯადოქარზე  გადაღებულ ბოლო ფილმში მონაწილეობისთვის მან 72 მლნ დოლარი მიიღო.

კირა ნაიტლის შემდეგ მესამე ადგილი ემა უოტსონმა დაიკავა, რომლის საბანკო ანგარიშიც 31 მლნ დოლარს შეადგენს. ფილმზე მუშაობის გარდა, ის კომპანია Burberry-ს სახეა და კომპანია Chanel-ისთვისაც მუშაობს.

მდიდარ ვარსკვლავთა ოთხეულშია რუპერტ გრინიც, რომელმაც ბოლო სერიაში ჰარი პოტერის მეგობრის, რონ უილზის როლის განსახიერებისთვის 29 მლნ დოლარი მიიღო.

რეიტინგი კინოინდუსტრიის ექსპერტებმა შეადგინეს. შეგახსენებთ, რომ ჰარი პოტერის შესახებ ბოლო ფილმი ორი კვირის წინ გამოვიდა გაქირავებაში. პატარა ჯადოქარზე დაწერილი პირველი წიგნი კი მთელ მსოფლიოში 44 მლნ-იანი ტირაჟით გაიყიდა.

Video

როგორ იზრდებოდა ჰარი პოტერი

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება