ვან დამი უკრაინელ საყვარელთან ურთიერთობას აღარ მალავს

ვან დამი უკრაინელ საყვარელთან ურთიერთობას აღარ მალავს

ცოლიანი მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი  უკრაინელ საყვარელთან, ალიონა კავერინასთან რომანს აღარ მალავს. მსახიობი ქუჩაში პაპარაცებმა მაშინ გამოიჭირეს, როცა ის საყვარელს კოცნიდა.

მიუხედავად ამისა, მსახიობი დაჟინებით უარყოფს თავისი რომანის შესახებ.

საზღვარგარეთ გამართულ ოფიციალურ ღონისძიებებზე ვან დამი კანონიერ მეუღლესთან, გლეიდის პორტუგეზთან ერთად დადის. თუმცა, არაოფიციალურ წვეულებებზე უკრაინელ საყვარელს გვერდიდან არ იშორებს. ალიონა კავერინი მისი თარჯიმანია.

მსახიობი ოჯახის დანგრევას კატეგორიულად გამორიცხავს. თუმცა, ვერც საყვარელზე ამბობს უარს.

პაპარაცებმა ვან დამსა და ალიონას ქუჩაში ერთად წაასწრეს. წყვილი ერთმანეთს კოცნიდა, მათ არც მძღოლის მორიდებიათ, რომელიც უხერხულობისგან იშმუშნებოდა. 

ამის შემდეგ წყვილი სასტუმროში გაემართა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება