უმა თურმანს მანიაკი ავიწროვებს

უმა თურმანს მანიაკი ავიწროვებს

მერილენდის შტატის მცხოვრები ჯეკ ჯორდანი (Jack Jordan), რომელსაც 2008 წელს უმა თურმანის დევნის გამო 3-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, ჰოლივუდის მსახიობს კვლავ თავს აბეზრებს. 

გაზეთ The New York Post-ის ინფორმაციით 29 ოქტომბერს ჯორდანმა თურმანის ოფისში, მანჰეტენზე დარეკა და მსახიობთან დაკავშირება მოითხოვა. მდივნისგან უარის მიღების შემდეგ ჯორდანმა განაცხადა, რომ შვეიცარიელი მილიონერი არპად ბუსონი (Arpad Busson) თურმანს მეუღლედ არ გამოადგებოდა და მხოლოდ მას შეეძლო მსახიობის გაბედნიერება.  მომდევნო დღეს ჯორდანმა თურმანს მობილურზეც დაურეკა. თუმცა, მას მდივანმა უპასუხა და ჯორდანს მსახიობთან დალაპარაკების საშუალება არ მისცა.

23 ნოემბერს ჯეკ ჯორდანი  მერილენდის შტატში, საკუთარ სახლში სასამართლო გადაწყვეტილების დარღვევის გამო დააკავეს. მამაკაცს 5 წლის განმავლობაში მსახიობთან რაიმე სახის კონტაქტი აკრძალული ქონდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, როდესაც ჯორდანის სახლში პოლიციელები შევიდნენ, იგი საძიებო სისტემაში უმა თურმანის სახელს წერდა. 

ჯორდანი თურმანს 2005 წლიდან ავიწროებს. პირველად იგი 2007 წლის ოქტომბერში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალრიცხოვანი წერილებითა და ზარებით მსახიობს აწუხებდა. სასამართლოში ჯორდანმა აღიარა, რომ იგი უმა თურმანზე შეყვარებული იყო. მსახიობი ჯორდანს 1988 წელს, ფილმ " ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლის" ნახვის შემდეგ შეუყვარდა, ხოლო "მოკალი ბილის" ნახვის შემდეგ, როგორც თავადვე განაცხადა,  თავი საბოლოოდ დაკარგა.

2005 წელს სასამართლომ ჯეკ ჯორდანს ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა დაავალდებულა. ჯეკ ჯორდანი წარსულში მაშველი და აუზების მწმენდავი იყო. მას ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში ჩიკაგოს უნივერსიტეტის დიპლომიც აქვს.

მომზადებულია The New York Post -ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება