სარკოზისა და კარლა ბრუნის ვიზიტის გამო ტაჯ-მაჰალიდან 10 ათასი ტურისტი გაყარეს

სარკოზისა და კარლა ბრუნის ვიზიტის გამო ტაჯ-მაჰალიდან 10 ათასი ტურისტი გაყარეს

ტაჯ-მაჰალიდან საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და მისი მეუღლის კარლა ბრუნის დაუგეგმავ ვიზიტთან დაკავშირებით 10 ათასი ტურისტი გამოყარეს.

სარკოზი და მისი მეუღლე ცნობილი ინდური ღირსშესანიშნაობის მონახულებას  5 დეკემბერს აპირებდნენ, თუმცა 4 დეკემბრის საღამოს სარკოზიმ გადაწყვიტა, რომ მზის ჩასვლისას ტაჯ-მაჰალი უფრო ლამაზი იქნებოდა და გეგმები შეცვალა. 

შესაბამისად, ინდოეთის სპეცსამსახურებს მხოლოდ ერთი საათი დარჩათ იმისთვის, რომ სასახლე საფრანგეთის პირველი წყვილის ვიზიტისთვის მოემზადებინათ. ერთ-ერთი ადგილობრივი გიდის თქმით, ტაჯ-მაჰალის ტერიტორიაზე 10 ათასამდე ტურისტი იმყოფებოდა, მათ 30 წუთში სასახლის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რის გამოც სასახლის შესასვლელთან ხალხი მომრავლდა.

როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, სასახლის კომპლექსის ზედამხედველებს VIP-პერსონების ვიზიტის ორგანიზებისთვის მინიმუმ სამი საათი ეძლევათ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში 4 დეკემბერს ჩავიდა და სამშობლოში დღეს დაბრუნდება. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მიზანი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოვება და ინდოეთის ”მშვიდობიანი ატომის” განვითარებაა.  

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა