აშშ-მა მილიარდი დოლარის ოდენობის 100-დოლარიანებზე დეფექტი აღმოაჩინა

აშშ-მა მილიარდი დოლარის ოდენობის 100-დოლარიანებზე დეფექტი აღმოაჩინა

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ახლად დაბეჭდილი 100-დოლარიანი ბანკნოტი გადაამოწმოს.

ამერიკული ტენეკომპანია "სი-ენ-ბი-სი"-ს ცნობით, ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ახალი კუპიურების დამზადების დროს ბანკნოტებში დეფექტი შენიშნეს. კერძოდ ახალ 100-დოლარიანებზე დატანილია არასაჭირო დამცავი ნიშნები.

ტელეკომპანიასთან საუბრისას ერთ-ერთმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ გამოშვებული ბანკნოტების 30 პროცენტს მსგავსი დეფექტი აღენიშნება.

ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, რა გახდა დეფექტის მიზეზი. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 100-დოლარიანების ბეჭდვა შეჩერებულია. თანხა სპეციალურ საცავშია გადატანილი, სადაც სპეციალისტები ექსტრემალურ ვითარებაში ამუშავებენ მექანიკური დახარისხების სისტემას, რადგან ამ დეფექტის ხელით გამოსწორებას 20-30 წელიწადი დასჭირდება, მექანიკურს კი მხოლოდ - ერთი წელი.

თითო 100-დოლარიანი კუპიურის დამზადებაზე სახელმწიფო 12 ცენტს ხარჯავს, რაც ორჯერ მეტია სხვა ნომინალის კუპიურების დამზადებასთან შედარებით.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა