აბრამოვიჩს ქალიშვილის ქორწილი 8 მლნ დოლარი დაუჯდება

აბრამოვიჩს ქალიშვილის ქორწილი 8 მლნ დოლარი დაუჯდება

რომან აბრამოვიჩმა ქალიშვილის ქორწილის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. ”გვითხრა, რომ 400-კაციანი სუფრა უნდა მოვამზადოთ", - აცხადებენ ლონდონის კეიტერინგულ ფირმაში, რომელიც რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის ქალიშვილის ქორწილს ორგანიზებას გაუწევს. 

400 სტუმარზე გათვლილ ქორწილს მილიარდერისთვის გრანდიოზულს ნამდვილად ვერ უწოდებ, თუმცა აბრამოვიჩიც ამბობს, რომ ზედმეტი ხმაური არ სჭირდება. შერჩეული ადგილი - კარიბის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე პატარა კუნძული ბუიანი - შემთხვევითი არ არის: აქ ნაპირიდან 1,5 კმ რადიუსში ხომალდების მოძრაობა აკრძალულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაპარაცებს არა მხოლოდ წვეულებაზე მოხვედრა გაუჭირდებათ, არამედ - შორიდან გადაღებაც.

ქორწილი ღია ცის ქვეშ მომავალ გაზაფხულზე გაიმართება. მართალია, კუნძულზე ამ დროს ტემპერატურა 20 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის, მაგრამ წვიმის შემთხვევაში სტუმრებს დასველებისგან სპეციალური საფარი დაიცავს, რომლის ფართობიც რამდენიმე კვ.მ იქნება. მისი აღმართვა 150 ათასი დოლარი დაჯდება.

აბრამოვიჩის ჯიბე ბოლო დროს შესამჩნევად შეთხელდა - Forbes-ი კრიზისის შემდეგ მის ქონებას სულ რაღაც 11,2 მლრდ დოლარად აფასებს. ოლიგარქი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტის (Eclipse) შეძენა სურს, სამშენებლო კომპანიისგან მნიშვნელოვან ფასდაკლებას (400 მლნ დოლარის ნაცვლად 320 მლნ დოლარს) ითხოვს, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებია. ვაჭრობა დღემდე არ დასრულებულა.

ახალშობილ ვაჟს აბრამოვიჩმა 4,5 მლნ დოლარად ღირებული ბინა აჩუქა - ასეთი იაფი "ჩელსის" არცერთი მოთამაშე არ ღირს. ოლიგარქის საქმე არც ისე კარგადაა, ამიტომ მისი ქალიშვილის ქორწილი ძალიან მასშტაბური არ იქნება.

თავდაპირველად ოთხი ჩარტერული რეისი წმინდა ბართლომეს კუნძულზე დაფრინდება, საიდანაც სტუმრებს საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ვერტმფრენები და ნავები მიაცილებენ. სუფრას ცნობილი იტალიელი შეფ-მზარეული მოემსახურება. მისი ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მზარეულების ათეულშია.

ხარჯების მასშტაბების წარმოდგენა უკვე შესაძლებელია - კეიტერინგული ფირმის მომსახურება რომან აბრამოვიჩს, დაახლოებით, მლნ დოლარი დაუჯდება, სტუმრების გადაყვანა - 2 მლნ დოლარი, ქალიშვილის საჩუქარი მინიმუმ 4 მლნ დოლარი.

რაც შეეხება ქორწილის მუსიკალურ გაფორმებას, heat.ru-ს წყაროს ინფორმაციით, ოლიგარქი რუს შემსრულებლებს ანიჭებს უპირატესობას, ამიტომ ეს მას რამდენიმე ათას დოლარზე მეტი არ დაუჯდება (აბრამოვიჩის საყვარელი ჯგუფის "ჩაიფის" კორპორატიული გამოსვლა 20 000 დოლარი ღირს). სხვა წვრილი ხარჯების გათვალისწინებით, რომან აბრამოვიჩს ქალიშვილის ქორწილი 8 მლნ დოლარი უნდა დაუჯდეს.

ანა აბრამოვიჩი და იურისტი ნიკოლაი ლაზარევი მომავალი ქორწილის სამზადისში არიან. ანა თავს ძალიან ბედნიერად და მშვიდად გრძნობს. თავიდან მან ცოტა ინერვიულა - მამა მის არჩევანს ცუდი თვალით უყურებდა. თუმცა მოგვიანებით მამა-შვილი შერიგდა, რადგან რომან აბრამოვიჩი მიხვდა, რომ მისი ქალიშვილი ნამდვილად შეყვარებულია და ლაზარევის გვერდით თავს ბედნიერად გრძნობს.

მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა