ამერიკის სენატმა ბარაქ ობამას ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაბლოკა, რომელიც ჰომოსექსუალებს შეიარაღებულ ძალებში ღიად სამსახურის უფლებას აძლევს.
მოქმედი კანონის - "არ გეკითხებიან, ნუ იტყვი"- არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჰომოსექსუალებისთვის ჯარში სამსახური ნებადართულია, თუმცა საკუთარი ორიენტაციის შესახებ საჯარო საუბარი აკრძალული აქვთ.
ამ კანონის შეცვლის აუცილებლობაზე პრეზიდენტი ობამა არაერთხელ აცხადებდა. დებატების დასაწყებად "დემოკრატებს" 60 ხმა სჭირდებოდათ, თუმცა მათ გამარჯვებისთვის სენატის სამი წევრის მხარდაჭერა დააკლდათ.