სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოსათვის იარაღის მიყიდვის დაწყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება.
"ჩვენი მთავრობის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. მიუხედავად ამისა, რუსეთის პოზიციის გამო, დღემდე არ არის დამტკიცებული საქართველოსათვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის საკითხი. ეს უნდა შეიცვალოს და ჩვენ როგორც მინიმუმ, საქართველო უნდა აღვჭურვოთ რადარებით", - აღნიშნავს ჯონ მაკკეინი.