"კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე" - პირველი კადრები და ფოტოები

"კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე" - პირველი კადრები და ფოტოები

მას შემდეგ, რაც პაპარაცებმა "კარიბის ზღვის მეკობრეების" მე-4 ნაწილის გადაღებების დროს მოპოვებული ფოტოები ინტერნეტით გაავრცელეს, სტუდიამ ახალი ფილმის შინაარსი გაამხილა და პირველი ოფიციალური კადრებიც გაავრცელა. 

სიუჟეტის მიხედვით, კაპიტანი "ჯეკ ბეღურა" (ჯონი დეპი) ინგლისში მოხვდება და იქ მეფეს ნახავს. მეფე ჯეკ ბეღურას "უკვდავების წყლის" მოპოვებას ავალებს. კაპიტან "ჯეკ ბეღურას" მეწყვილედ კაპიტანი ბარბოსა გვევლინება.

სიუჟეტის მიხედვით, "ჯეკ ბეღურა" თავის ძველ სიყვარულს, ფლიბუსტერის ქალიშვილს ანჟელიკას შეხვდება. ჯეკი დაბნეულია: იგი ვერ ხვდება, ისინი ერთმანეთს სიყვარულმა შეახვედრა, თუ მას მხოლოდ "უკვდავების წყლის" მოსაპოვებლად იყენებენ. 

მოულოდნელი თავგადასავლები ერთმანეთს ცვლის და როცა ანჟელიკას წყალობით, "ჯეკ ბეღურა" სასტიკი მეკობრის, კაპიტან  "შავწვერას"  ხომალდზე აღმოჩნდება, მან უკვე აღარ იცის, ვისი უფრო უნდა ეშინოდეს, თავისი ძველი სიყვარულისა, თუ საშიში მეკობრის.

ფილმში ანჟელიკას როლს დები - მონიკა და პენელოპა კრუსები ასრულებენ. გადაღებების დასაწყისში პენელოპა კრუსის (Penélope Cruz) ფეხმძიმობა საკმაოდ შესამჩნევი იყო, ამიტომ მას მხოლოდ ახლო ხედით გადაღებული კადრები ერგო, ხოლო საერთო ხედით გადაღებულ კადრებში პენელოპას მისი უფროსი და, მონიკა ცვლის, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს პენელოპას.

Video

"კარიბის ზღვის მეკობრეები: უცხო ნაპირებზე" - პირველი კადრები

მომზადებულია film.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება