იულია ლატინინა - ჩემი სამშობლო ტერაქტებს აწყობს

იულია ლატინინა - ჩემი სამშობლო ტერაქტებს აწყობს

რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა "გაზეტა.რუ"-ზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით - "ჩემი სამშობლო ტერაქტებს აწყობს".

ჟურნალისტი საქართველოში 28 ნოემბერს მომხდარ ორ აფეთქებაზე ამახვილებს ყურადღებას. შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსეთი, "ალქაიდას" მსგავსად, უცხო ქვეყანაში ტერაქტებს აწყობს.

"ეს აშშ-ში ჯაშუშობა არ გეგონოთ. ბოლოს და ბოლოს, თუ კრემლში ფიქრობენ, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, რომელიც მაღალჩინოსნის ქალიშვილია, უცხოეთში სახელმწიფო ხარჯზე უნდა ცხოვრობდეს, ეს კრემლის საქმეა. ეს არც საქართველოში ჯაშუშობაა. ბოლოს და ბოლოს საქართველო რუსეთისთვის ნომერ პირველ სამხედრო მტრად რჩება და გასაგებია, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყნები უთვალთვალებენ ერთმანეთის სამხედრო ნაბიჯებს. ჩემი სამშობლო ტერაქტებს აწყობს, როგორც ბენ ლადენი, როგორც სენდერო ლუმინისო, როგორც "ირა", როგორც ადამიანები, ავადმყოფი ტვინით და ფსიქოლოგიით, რომლებიც ფიქრობენ, რომ მშვიდონიანი მოქალაქე - ეს ლეგიტიმური სამიზნეა", - წერს ლატინინა.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ტერორისტების დაკავება ”ვიკილიქსის” მასალების გამოქვეყნებას დაემთხვა. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც 2007 წლის 20 ივლისით თარიღდება, საქართველოში აშშ-ის ელჩი ასახელებს რუსეთის "აქტიური ღონისძიებების" ჩამონათვალს ომამადე.

"სხვა ფაქტებთან ერთად, 2005 წლის 1 თებერვალს გორში მომხდარი აფეთქება და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ კობა დავითაშვილზე თავდასხმაც არის ნახსენები... ჩემი სამშობლო ტერაქტებს და ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზეც თავდასხმებს აწყობს. კობა დავითაშვილი ერთ-ერთი შერაცხადი პოლიტიკოსია (თუ შეიძლება მათ შორის ვინმე იყოს შერაცხადი). რა უნდა იფიქროს ოპოზიციამ? "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი გამოუსადეგარებს ანადგურებს"! "ლეიბორისტული პარტიის" ბელადი შალვა ნათელაშვილი ერთ-ერთი ყველაზე შეურაცხადი პოლიტიკოსია. რა უნდა იყვიროს მან, როცა მის ოფისთან აფეთქებული ბომბი ერთ-ერთ ქალბატონს კლავს? "ტირანები ჩვენ დაშინებას ვერ შეძლებენ!" შემდეგ კი, როცა პოლიტკოვსკაიას ან ლიტვინენკოს კლავენ, კრემლში ყვირიან: ეს ჩვენმა მტრებმა გააკეთეს. ყვირიან ასე იმიტომ, რომ თავად სჩადიან ამ ყველაფერს", - წერს რუსი ჟურნალისტი.

როგორც ლატინინა აღნიშნავს, საიდუმლო ტელეგრამაში ამერიკის ელჩი წერს, რომ რუსეთის მიზანია, საქართველო დასავლეთს მოაშოროს და ქართველებს საკუთარი ხელისუფლების ნდობა დაუკარგოს.

"თუ მიზანი ასეთია, მაშინ მის მისაღწევად გამოუსადეგარ მეთოდებს იყენებენ. არაფერი ისე არ კრავს ერს, როგორც შეურაცხადი მოწინააღდეგე. ასეთივე წარმატებით შეუძლია "ჰამასს" ისრაელი "კასამით" დაცხრილოს და ებრაელებს ისლამის მიღება აიძულოს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოში მომხდარ ტერაქტებს რამე მიზეზი ჰქონდეს, მათ მხოლოდ საბაბი აქვთ, საბაბი კი საქართველოსადმი რუსეთის ხელისუფლების სიძულვილია... როდესაც თბილისმა რუსეთის ტერაქტების მოწყობაში დაადანაშაულა, რეაქცია მოსკოვიდან დაუჯერებელი იყო: სიჩემე. რუსულ ონლაინმედიაში ამაზე ინფორმაცია "გაზეტა.რუ"-ზე გამოქვეყნდა, რუსულ მასობრივი ინფორმაციის საშულებებში ამაზე თითქმის ხმა არ დაძრულა. ჩემი სამშობლო ტერაქტებს აწყობს", - წერს იულია ლატინინა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა