ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. ბოლოს მას ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლბრუკს აორტა გაუსკდა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გულზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც უცხოური პრესა წერს, ჰოლბრუკი ცნობილი იყო, როგორც მაღალი რანგის დიპლომატი. მას ამერიკული დიპლომატიის ”ბულდოზერსაც” უწოდებდნენ.

იგი არის ბოსნიასთან დაკავშირებული სამშვიდობო შეთანხმების ავტორი, რომელიც 1995 წელს გაფორმდა. 1999-2001 წლებში იყო ამერიკის ელჩი გაერო-ში.

ამერიკის პრეზიდნეტი მწუხარებას გამოთქვამს რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალების გამო.

"ის ამერიკის საგრეო პოლიტიკის ნამდვილი გიგანტი იყო. მისი დამსახურებაა, რომ ამერიკა დღეს ძლიერი, უსაფრთხო და გაცილებით პატივსაცემი ქვეყანაა", – ნათქვამია ბარაქ ობამას განცხადებაში.

ამასთან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პირველი ამერიკელი დიპლომატი იყო, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

ჰოლბრუკი საქართველოში მიმდინარე წელსაც იმყოფებოდა. მისი ერთდღიანი ვიზიტი 22 თებერვალს შედგა.

ჰოლბრუკმა ვიზიტის დროს მაღალი შეფასება მისცა ქართულ ბატალიონს, რომელიც ავღანეთში მსახურობდა.

"ამერიკელი საზღვაო ქვეითები, რომლებიც ქართველ სამხედროებს წრთვნიან, ამბობენ, რომ ეს ჯარისკაცები საუკეთესონი არიან, ვინც საერთოდ უნახავთ. ბევრი მათგანი კოალიციასთან ერთად ერაყში იბრძოდა. ვინც საქართველოს იცნობთ, ალაბთ იცით, რომ ეს, ავღანეთის მსგავსად, მთა-გორიანი ქვეყანაა. მათ ბრძოლის უდიდესი ტრადიცია აქვთ", - აღნიშნა ჰოლბრუკმა.

ჰოლბურკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის საქართველოს მადლობელია.

"მსურს, მთელი ამერიკული მთავრობის სახელით ვთქვა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს როლს დიდად აფასებს", - განაცხადა რიჩარდ ჰოლბრუკმა 22 თებერვალს, საქართველოში ვიზიტისას.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა