აშშ-ში 2010 წლის 10 საუკეთესო ფილმი დაასახელეს

აშშ-ში 2010 წლის 10 საუკეთესო ფილმი დაასახელეს

კინოს გავლენიანმა ამერიკულმა ინსტიტუტმა 2010 წლის საუკეთესო ფილმების სია გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ "ნიუსლენდი" ავრცელებს.

ინტერნეტ-გამოცემის ცნობით, ინსტიტუტის სპეციალური ჟიური ფილმებს რიგითობის მიხედვით არ ასახელებს.

სიაში მოხვდა ბრიტანელი რეჟისორის კრისტოფერ ნოლანის ფილმი "დასაწყისი", სადაც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს. ამავე სიაშია ანიმაციური ფილმი "სათამაშოების ისტორია 3" და "სოციალური ქსელი". "ფეისბუქზე" გადაღებული ფილმი ამერიკის კინოკრიტიკოსთა ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო ნამუშევრად, მისი რეჟისორი მაიკლ ფინჩერი კი საუკეთესო კინოხელოვანად დასახელდა.

ამერიკის კინო ინსტიტუტმა ათეულში დაასახელა დარენ არონოფსკის "შავი გედიც"(Black Swan), რომელშიც მთავარ როლს ნატალი პორტმანი და ვაინონა რაიდერი ასრულებენ.

სიაში მოხვდა ირლანდიელ მოკრივეზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმიც "მებრძოლი".

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება