დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისთვის სპეციალური ჯავშან-ტრუსების შესაძენად 10 მლნ გირვანქა სტერლინგი დახარჯა. ჯავშან-ტრუსები აფეთქების დროს მენჯის ღრუს ორგანოებს დაზიანებისგან იცავს. როგორც სამინისტროს პრეს-რელიზშია აღნიშნული, დამცავი აღჭურვილობის 45 ათასი კომპლექტი ავღანეთში ბრიტანელ ჯარისკაცებს უკვე გაუგზავნეს. თითო კომპლექტი სპეციალური ტრუსების, ქამრისა და ნიჟარებისგან შედგება.
უახლოეს მომავალში ავღანეთში დამატებით დამცავი აღჭურვილობის 15 ათას კომპლექტს გააგზავნიან, 2011 წელს კი 60 ათას კომპლექტს.
აღჭურვილობა სამშრიანია და შრეების განლაგების ცვლა იმის მიხედვით არის შესაძლებელი, რა სახის დავალებას ასრულებს ჯარისკაცი. ჩვეულებრივი პატრულირების დროს ჯარისკაცებს დამცავი აღჭურვილობის პირველი შრის - სპეციალური ტრუსების ჩაცმას ურჩევენ, რომელიც ბალისტიკური ქსოვილისგან არის დამზადებული. კონკრეტულად რომელ ქსოვილს იყენებენ მის დასამზადებლად, არ არის მითითებული. თავდაცვის მსგავს აღჭურვილობას ჯარისკაცებისთვის აშშ-შიც იყენებენ.
Video
ბრიტანელ ჯარისკაცებს კავშან-ტრუსებით აღჭირვავენ
მომზადებულია mod.uk-ის მიხედვით.