”შუა ქალაქის” მიხედვით ფილმს იღებენ

”შუა ქალაქის” მიხედვით ფილმს იღებენ

შემქმნელებმა პოპულარული ტელესერიალისა "შუა ქალაქში" დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ სერიალის "ბაზაზე" კომედიური ჟანრის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაეღოთ და დაიწყეს კიდეც გადაღება.

რეჟისორები არიან გოჩა კორხელაური და დათო ჭაბაშვილი. გვესაუბრება "შუა ქალაქის" ერთ-ერთ გმირი, ქეთევან ღლონტის როლის შემსრულებელი მსახიობი თამუნა ნიკოლაძე:

- გადასაღებ მოედანზე ვართ და ძალიან სასაცილო ეპიზოდს ვიღებთ. მიხარია, რომ "შუა ქალაქში" მხატვრული ფილმიც იქნება და მომავალ თაობას დარჩება.

- მსახიობები სრული შემადგენლობით თამაშობთ?

- რა თქმა უნდა. ყველა "პოსტზე" ვართ და გადასაღებ მოედანზე ბევრს ვხალისობთ. ჯერჯერობით ვერ გეტყვით ფილმის ქრონომეტრაჟს, ვერც იმას, თუ როდის დასრულდება გადაღება და როდის იხილავს მაყურებელი. სიმართლე გითხრათ, ამას ჩვენ, მსახიობებიც მოუთმენლად ველით.

- საკმაოდ დიდი ხანია ტელესერიალში მარიამ ჯოლოგუა, ჯაბა კილაძე და სალომე ჭულუხაძე აღარ გამოჩენილან...

- ეს სცენარიდან გამომდინარე მოხდა. ისინი აუცილებლად შემოგვიერთდებიან. ფილმის გადაღებებში მარიამიც, ჯაბაც და სალომეც მონაწილეობენ.

- წარმატებას გისურვებთ!

- უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება