ჩადრის ტარების აკრძალვის მოწინააღმდეგეებმა ბაქოს 103-ე სკოლის ფანჯრები ჩალეწეს.
სკოლის ფანჯრების ჩალეწვის შემდეგ, აქციის 20-მდე უცნობმა მონაწილემ სკოლის კარებთან წერილი დატოვა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ჩადრის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ისინი სკოლას გადაწვავენ.
აღნიშნულ ინციდენტამდე ბაქოს ქუჩებში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის მონაწილეები აზერბაიჯანის განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას ჩადრის ტარების აკრძალვის შესახებ აპროტესტებდნენ.
აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მისირ მარდანოვის განცხადებით, ჩადრი არ წარმოადგენს აზერბაიჯანის სასკოლო ფორმის ნაწილს და მისი ტარება არ შეიძლება.