ფრანგების 45%-ზე მეტი მარტოობით იტანჯება

ფრანგების 45%-ზე მეტი მარტოობით იტანჯება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიონმა განაცხადა, რომ "არ შეიძლება ქვეყანაში, რომლის დევიზი "თავისუფლება, თანასწორობა და ძმობაა" მარტოხელობის პრობლემა იყოს".

სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად, გაირკვა, რომ ფრანგების 30% ზე მეტი მარტოობით იტანჯება. ამასთან დიდ ქალაქებში - პარიზში, ლიონში ან მარსელში ადამიანების რიცხვი, რომლებიც მწარედ განიცდიან მარტოობას, 45%-ს აღწევს.

"დროა ვაღიაროთ მარტოხელობის პრობლემა. ამ პრობლემასთან ბრძოლაში ჯერჯერობით უძლურნი ვართ", - განაცხადა ფიონმა საკუთარ რეზიდენციაში საქველმოქმედო ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ახალი წლიდან ეს ასოციაციები მარტოხელების დასახმარებლად სპეციალურ პროგრამას დაიწყებენ.

ფრანსუა ფიონის განცხადებით, აქცია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება მას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატუსს მიანიჭებს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა