მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლ კიდმანი საკმაოდ პოპულარული და დაკავებულია, მას ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავების მსგავსად ბაღში ბოსტნეული მოჰყავს. ახლა მსახიობს ახალი გატაცება აქვს -ალპაკები.
ნიკოლმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას ეგზოტიკური ცხოველები მოსწონს. ალპაკები, რომლებიც ძალიან გვანან ფუმფულა ლამებს, მსახიობმა სილამაზის გამო მოიშენა. "ცოტა ხნის წინ ჩვენ ალპაკა ვიყიდეთ. ისინი ლამას მსგავსი ცხოველები არიან. მომწონს მათი გრძელი კისერი და წამწამები", - განაცხადა მსახიობმა.
ალპაკა შინაური ცხოველია. ცხოველს ინკები მატყლისთვის იყენებდნენ. ამჟამად ალპაკების ჯოგს ძირითადად პერუელი ინდიელები აშენებენ. ალპაკას მატყლი სიგრძეში 60 სმ-ს აღწევს. მისგან დამზადებული ქსოვილი მთელს მსოფლიოში ძვირად ღირებულია.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.