People's Choice Awards-მა ხალხის რჩეულები გამოავლინა

People's Choice Awards-მა ხალხის რჩეულები გამოავლინა

ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიალი ”ხალხის არჩევანი” გაიმართა. People's Choice Awards-ის ლაურეატები საერთო ხმის მიცემით ვლინდებიან.

ზედიზედ მეორე წელია, რაც ამერიკელების საყვარელ მსახობ მამაკაცად ჯონი დეპი სახელდება. მან ამ ნომინაციაში ლეონარდო დიკაპრიოსა და რობერტ დაუნ-უმცროსს გაუსწრო.

კრისტენ სტიუარტმა კი, რომელმაც ქალის მთავარი როლი ვამპირულ საგა ”ბინდში” შეასრულა, ჯულია რობერტსი და ანჯელინა ჯოლი უკან ჩამოიტოვა და ”საყვარელი მსახიობი” ქალი გახდა.

პრემიის ლაურეატები ამერიკელების მიერ რეალურ დროში ხმის მიცემის შედეგად, ვლინდებიან. თითოეულ ნომინაციაში, რომელთა რაოდენობა 40-ს აჭარბებს, მეტოქეობა 12 კანდიდატს შეუძლია.

”ხალხის რჩეულის” დაჯილდოების ცერემონიალი 1975 წლიდან ტარდება. თავდაპირველად ხმის მიცემა ”გელაპის” გამოკითხვის საშუალებით ხდებოდა. 21-ე საუკუნეში კი ხმის მიცემა რეალურ დროში მიმდინარეობს.

People's Choice Awards-ის  2011 წლის ლაურეატების სია:

საყვარელი ფილმი: ” ბინდი”

საყვარელი მსახიობი მამაკაცი: ჯონი დეპი

საყვარელი მსახიობი ქალი:  კრისტენ სტიუარტი

საყვარელი საბრძოლო ფილმი: ”რკინის ადამიანი-2”

საყვარელი მსახიობი action -ის ჟანრის ფილმში: ჯეკი ჩანი

საყვარელი კინოდრამა: ”ბინდი. საგა. დაბნელება”

საყვარელი საოჯახო ფილმი: ”სათამაშოების ისტორია-3”

საყვარელი კომედია: ”თანაკლასელები”

საყვარელი კომედიური მსახიობი: ადამ სენდლერი

საყვარელი 25 წლამდე ასაკის კინოვარსკვლავი: ზაკ ეფრონი

საყვარელი საშინელებათა ფილმი: ”A Nightmare on Elm Street”

საყვარელი სერიალი: ”ექიმი ჰაუსი”

სერიალის საყვარელი მსახიობი: ჰიუ ლორი

სერიალის საყვარელი მსახიობი ქალი: ლიზა ედელშტეინი

საყვარელი კომედიური სერიალი: ”უიღბლონი”

კომედიური სერიალის საყვარელი მსახიობი: ნეილ პატრიკ ჰარისი

კომედიური სერიალის საყვარელი მსახიობი ქალი: ჯეინ ლინჩი

საყვარელი ტელეკონკურსი : American Idol

საყვარელი კრიმინალური ტელედრამა: ”სიცრუის თეორია”

საყვარელი დანაშაულთან მებრძოლი გმირი: ტიმ როტი

საყვარელი ფანტასტიკური ტელეშოუ: ” Fringe ”

ტელეშოუს საყვარელი წამყვანი: კონან ობრაიენი

საყვარელი ტელედრამა: ”დექსტერის მართლმსაჯულება”

საყვარელი საოჯახო შოუ: ”იყავით საქმის კურსში კარდაშიანებთან ერთად”

ტელეშოუს საყვარელი სტუმარი: დემი ლოვატო

საყვარელი ტელე-ექიმი: ექიმი ჰაუსი (ჰიუ ლორი)

საყვარელი ტელე-ოჯახი: სიმფსონები

საყვარელი მომღერალი კაცი: ემინემი

საყვარელი მომღერალი ქალი: კეტი პერი

საყვარელი როკ-ჯგუფი: Paramore

საყვარელი პოპ-შემსრულებელი: რიანა

საყვარელი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი: ემინემი

ინტერნეტ-სენსაციების საყვარელი გმირი: კეტი პერი

Video

People Choice Awards-მა ხალხის რჩეულები გამოავლინა

მომზადებულია cbs.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება