აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 78 მლრდ დოლარით შემცირდება.
მისი თქმით, ეს აუცილებლობა ქვეყანაში შექმნილმა ფინანსურმა სიტუაციამ გამოიწვია.
რობერტ გეითსმა 2015 წლისთვის აშშ-ის არმიის 47 ათასი კაცით შემცირების შესახებაც გამოაცხადა. გარდა ამისა, მისი თქმით, საზღვაო ქვეითი ჯარი 15-20 ათასი ადამიანით შემცირდება.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.