კინოკრიტიკოსებმა წლის საუკეთესო მსახიობად ნატალი პორტმანი დაასახელეს

კინოკრიტიკოსებმა წლის საუკეთესო მსახიობად ნატალი პორტმანი დაასახელეს

ამერიკის შეერთებული შტატების კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ საუკეთესოები დაასახელა. 2010 წლის საუკეთესო ფილმად დევიდ ფინჩერის ფილმი "სოციალური ქსელი" დასახელდა.

წლის საუკეთესო ქალი მსახიობი გახდა ნატალი პორტმანი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში "შავი გედი".

კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ საუკეთსო მამაკაცი მსახიობის წოდება კოლინ ფერტს მიანიჭა, მთავარი როლისთვის ფილმში "მეფის სიტყვა".

რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ კი, მიიღო სპეციალური ჯილდო მუსიკისა და კინოს სინთეზისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება