ქეთა თოფურია გაზაფხულზე გათხოვებას აპირებს

ქეთა თოფურია გაზაფხულზე გათხოვებას აპირებს

ტელეარხ MTV Россия-ზე გადაცემა "Проверки слухов"-ში ჯგუფ "ა-სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურია გამოტყდა, რომ გაზაფხულზე გათხოვდება.

ოდესღაც ქეთა ხუმრობით იმუქრებოდა, რომ 25 წლამდე თუ არ დაქორწინდებოდა, აივნიდან გადახტებოდა, მაგრამ ახლა მის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ - მომღერალმა საქმრო, როგორც იქნა, გამოაჩინა.

გადაცემაში ჟურნალისტ სერგეი აშარინთან

თოფურიამ ყველაფრის უარყოფა სცადა, თუმცა გაბრწყინებულმა თვალებმა მომღერალი გასცა. თავის დროზე ყვითელი პრესა ვლად ტოპალოვთან და იგორ ვერნიკთან ქეთას რომანების შესახებ წერდა, მაგრამ საკურთხეველთან პოპ-მომღერალს წარმოსადეგი ბიზნესმენი, სახელად ლევანი დახვდება. პაპარაცების თქმით, საქმრო ქეთაზე 7 წლით უფროსია და ქეთას ოჯახს კარგად იცნობს. გადაცემის წამყვანს თოფურიამ უთხრა, რომ დიდი სიამოვნებით გათხოვდებოდა გაზაფხულზე, მან თვეც კი დააკონკრეტა: მარტში.

"ქეთა საერთოდ ძალიან გახსნილი გოგონაა, - აღნიშნავს სერგეი აშარინი, - მაგრამ თავისი მამაკაცების აფიშირება არ უყვარს. ლევანთან საქმე სერიოზულად რომ არ იყოს, თოფურია მასთან ერთად საზოგადოების წინაშე არ გამოჩნდებოდა”. 

ქეთა ამჟამად დასასვენებლად საქმროსთან ერთად საზღვარგარეთ იმყოფება.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება