აშშ-ის პროდუსერთა გილდიამ წლის საუკეთესო ფილმი დაასახელა

აშშ-ის პროდუსერთა გილდიამ წლის საუკეთესო ფილმი დაასახელა

აშშ-ის პროდუსერთა გილდიამ წლის საუკეთესო ფილმად "მეფის სიტყვა" ("King's Speech") დაასახელა. შესაბამისად, წლის საუკეთესო პროდუსერებად აიეინ კანინგი (Iain Canning), ემილ შერმანი (Emile Sherman) და გარეტ უნვინი (Gareth Unwin) აღიარეს.

"წლის საუკეთესო" პროდუსერის ნომინაციაზე სულ ათი ფილმი იყო წარდგენილი, მათ შორის "სოციალური ქსელი", "შავი გედი" და "რკინის თავშეკავებულობა".

ანიმაციურ ფილმების პროდუსერთა შორის მთავარი ჯილდო "სათამაშოების ისტორია 3"-ს ერგო. 

საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად "სუპერმენის მოლოდინში" აღირეს. საუკეთესო დრამატული სერიალი "შეშლილები" (Mad Men) გახდა, საუკეთესო კომედიური სერიალი კი - თანამედროვე ოჯახი" (Modern Family).

აშშ-ის პროდუსერთა გილდიის ჯილდოები 1990 წლიდან გაიცემა. პროდიუსერების გილდიის დაჯილდოვების ცერემონია, ტრადიციულად "ოსკარით" დაჯილდოვების ცერემონიის წინ იმართება და მის შედეგებს ხშირად წინასწარმეტყველებს.

მომზადებულია producersguild.org-ის მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება