27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა 2005 წლის 1 ნოემბერს მიღებული რეზოლუციის შემდეგ აღნიშნავს. ეს თარიღი წითელი არმიის მიერ ოსვენციმის გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული. ოსვენციმის ბანაკი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი "სიკვდილის ფაბრიკა" იყო.
ოსვენციმის მუზეუმი გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების კომპლექსია, იგი პოლონეთის სამხრეთში, კრაკოვიდან 60 კმ.- ში მდებარეობს. აქ 1 300 000 ადამიანი აწამეს, რომელთაგან მილიონზე მეტი ებრაელი იყო.
1953 წელს იერუსალიმში გაიხსნა "იად ვა-შემი" (ქართულად -"ხსოვნა და სახელი") - კატასტროფისა და გმირობის ნაციონალური მემორიალი, რომელმაც ნაციზმის მსხვერპთა სახელები უკვდავყო. დარბაზის ცენტრში მარადიული ცეცხლი ანთია, მასთან ახლოს კი ხსოვნის დაფაა, რომლის ქვეშ სიკვდილის ბანაკებში დამწვარი ადამიანების ფერფლია მოთავსებული.
მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით.